إعدادات العرض
ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე
ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჰკითხეს ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცზე, რომელიც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივისთვის ან თავის ჩვენებისთვის: რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî മലയാളം Kiswahili සිංහල Русский دری Svenska አማርኛ অসমীয়া ไทย Tiếng Việt Кыргызча Yorùbá ગુજરાતી Malagasy नेपाली Oromoo Română Nederlands Soomaali پښتو తెలుగు Kinyarwanda ಕನ್ನಡ Српски Wolof Moore Lietuviųالشرح
ჰკითხეს ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მებრძოლების განსხვავებულ მიზნებზე: ის, ვინც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივის დაცვისთვის, ხალხში საკუთარი ადგილის დასანახად ან სხვა რამისთვის, თუ რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? და ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ამცნობა, რომ ალლაჰის გზაზე მებრძოლი არის ის, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა.فوائد الحديث
საქმეთა სისწორის ან გაფუჭების საფუძველია განზრახვა და მათი გულწრფელი შესრულება ალლაჰისთვის.
თუ ჯიჰადის მიზანი არის ალლაჰის სიტყვის ამაღლება და მასთან ერთად არსებობს სხვა ნებადართული მისწრაფება, როგორიცაა ნადავლის მიღება, მაშინ ის არ ავნებს განზრახვის საფუძველს.
სამშობლოსა და იმის, რაც საჭიროებს დაცვა მტრისგან, მიეკუთვნება ჯიჰადს ალლაჰის გზაზე.
ზემოთ ნათქვამი ეხება მხოლოდ იმ მუჯაჰიდების ღირსებას, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ უზენაესი ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა.
التصنيفات
საღვთო ომის ეთიკა