إعدادات العرض
კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი
კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».
[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી Tiếng Việt Nederlands Soomaali नेपाली پښتو Svenska ไทย മലയാളം Кыргызча Română Oromoo తెలుగు Malagasy ಕನ್ನಡ Српски Mooreالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანი თავისი ახლო მეგობრისა და თანამგზავრის მსგავსია ქცევასა და ჩვევებში. მეგობრობა გავლენას ახდენს ზნეობაზე, ქცევებსა და მოქმედებებზე. ამიტომ მან ურჩია მეგობრის სწორად არჩევა, რადგან კარგი მეგობარი უთითებს რწმენაზე, ჭეშმარიტ გზაზე და სიკეთეზე და ეხმარება თავის მეგობარს.فوائد الحديث
ბრძანება, რომ დავმეგობრდეთ საუკეთესოებთან და ავირჩიოთ ისინი, და აკრძალვა ცუდ ადამიანებთან მეგობრობაზე.
ნახსენებია სწორედ მეგობარი და არა ნათესავი, რადგან მეგობრებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ, ხოლო ნათესავებს – არა.
მეგობრობის დამყარება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს გააზრებას.
ადამიანი ამტკიცებს თავის რწმენას მორწმუნეებთან მეგობრობით და ასუსტებს მას გარყვნილებთან ურთიერთობით.
التصنيفات
მეგობრობისა და მტრობის დებულებანი