إعدادات العرض
თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი…
თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी বাংলা ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල ไทย دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली Malagasy Italiano or ಕನ್ನಡ Oromoo Română Soomaali Српски Wolof Українська Moore Tagalog Azərbaycan Magyarالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს თვალთმაქცების შესახებ, რომლებიც კოლექტიური ლოცვის მიმართ გულგრილობით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ღამის და დილის ლოცვის დროს. ის აღნიშნავს, რომ თუ მათ იცოდნენ ამ ლოცვების ჯამაათში შესრულებისას მიღებული ღვთიური მადლის და ჯილდოს მნიშვნელობა, ისინი აუცილებლად დაესწრებოდნენ, თუნდაც ბავშვის მსგავსად ხელებითა და მუხლებით ხოხვით მისულიყვნენ მეჩეთამდე. . მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აპირებდა ებრძანა ლოცვის შესრულება და დაენიშნა სხვა ადამიანი, რომ მის ნაცვლად ხელმძღვანელობა გაეწია ლოცვისთვის. (მას უნდოდა) რომ წასულიყო და თან წაეყვანა ადამიანები, რომლებიც ტვირთავდნენ შეშის კონებს, და მისულიყო იმ ადამიანების სახლებთან, ვინც არ ესწრებოდნენ კოლექტიურ ლოცვას, რათა მათი სახლები ცეცხლით დაეწვათ იმ მძიმე ცოდვის გამო, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ. თუმცა, მან ეს განზრახვა არ განახორციელა, რადგან იმ სახლებში იმყოფებოდნენ ქალები, ბავშვები და სხვა უდანაშაულო ადამიანები, რომელთათვისაც კოლექტიური ლოცვა სავალდებულო არ იყო და რომლებიც სასჯელს არ იმსახურებდნენ.فوائد الحديث
კოლექტიური ლოცვის შესრულების იგნორირება მეჩეთში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მუნაფიყები თავიანთი თაყვანისცემით არ ისახავენ სხვა მიზანს, გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა და ამპარტავნობისა. ამიტომ ისინი ლოცვაზე მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა მათ ხალხი ხედავს.
დიდი ჯილდო ელოდებათ მათ, ვინც ღამისა და დილის ლოცვებს კოლექტირუად ასრულებს. ეს ლოცვები იმდენად ფასეულია, რომ ისინი იმსახურებენ მათ გამო მისვლას, თუნდაც ცოცვით.
ღამისა და დილის ლოცვების შესრულება არის ხსნა თვალთმაქცობისგან. ამ ლოცვების მიტოვება კი წარმოადგენს მის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას.