إعدادات العرض
ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს…
ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება, ვინც ცოდვისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი ცოდვა, როგორიც ამ ცოდვის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ ცოდვას არაფერი მოაკლდება».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Tiếng Việt नेपाली Malagasy Kinyarwanda తెలుగు Lietuvių Oromoo Română മലയാളം Nederlands Soomaali Српски Українська Deutsch ಕನ್ನಡ Wolof Moore Shqip Azərbaycan Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, განმარტა, რომ ის, ვინც ასწავლის, მიუთითებს ან მოუწოდებს ადამიანებს ჭეშმარიტებისა და სიკეთისკენ სიტყვით ან საქმით, მიიღებს ისეთივე ჯილდოს, როგორიც მას, ვინც მის გზას გაჰყვება. ამავდროულად, მიმდევრის ჯილდო არაფრით არ შემცირდება. ხოლო ვინც აჩვენა და მიუთითა ხალხს ცუდი გზისკენ რომელზეც არის ცოდვა, შეცდომა ან რაიმე აკრძალული საქმე, სიტყვით თუ ქმედებით, ის მიიღებს მსგავს ცოდვას და ტვირთს, რასაც ამ ცოდვის ჩამდენი მიიღებს ისე, რომ ცოდვის ჩამდენის ცოდვას არაფერი მოაკლდება.فوائد الحديث
სიკეთისკენ მოწოდების მადლი, ცოტა იქნება თუ ბევრი. სიკეთისკენ მომწოდებელს გამკეთებლის მსგავსი მადლი ერგება, ეს მიეკუთვნება ალლაჰის დიდ წყალობას და მისი გულუხვობის სრულყოფილებას.
ბოროტებისკენ მოწოდების საფრთხე, ცოტა იქნება თუ ბევრი, რადგან მომწოდებელს ჩამდენის მსგავსი პასუხისმგებლობა აკისრია,
სამაგიერო შეესაბამება საქმეს: ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მიიღებს ისეთივე ჯილდოს, როგორიც მას, ვინც ამ სიკეთეს შეასრულებს; ხოლო ვინც ბოროტებისკენ მოუწოდებს, მას დაეკისრება ისეთივე ცოდვა, როგორიც მას, ვინც ამ ბოროტებას ჩაიდენს.
მუსლიმი უნდა ფრთხილობდეს, რომ მისი აშკარა ცოდვა არ გახდეს მაგალითი სხვებისთვის მისაბაძად, როდესაც ადამიანები ხედავენ მას (ცოდვის ჩადენისას). ის მიიღებს მათ ცოდვებსაც, ვინც მის მაგალითს მიჰყვება, თუნდაც იგი მათ ამისკენ პირდაპირ არ მოუწოდებდეს.
التصنيفات
სიახლე