إعدادات العرض
ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: არ არსებობს ღვთაება, გარდა…
ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“
აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: «შეკითხულ იქნა: "ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს?" შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფვოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Soomaali Українська bm km rn Македонски Српски Lingalaالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ განკითხვის დღეს მისი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად თქვა: „არ არსებობს ღვთაება ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ერთადერთია ღირსეული თაყვანისცემისა. ამ სიტყვებს ის უნდა ამბობდეს მასზე თანაზიარისგან და მოჩვენებითობისგან თავისუფალი გულით.فوائد الحديث
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საიქიოში შუამდგომლობის დამტკიცება და მას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთღმერთიანები.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობა არის მისი ვედრება ყოვლისშემძლე ალლაჰის მიმართ იმ ერთღმერთიანებისთვის, ვინც დაიმსხურეს ცეცხლში შესვლა, რათა ალლაჰმა არ შეიყვანოს ისინი ცეცხლში, ხოლო ვინც უკვე შევიდა მასში, რომ ალლაჰმა ისინი გამოყვანოს იქიდან.
ერთღმერთიანობის მოწმობის ღირსება, წარმოთქმული გულწრფელად ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის, და მისი დიდი ზეგავლენა.
ერთღმერთიანობის მოწმობა ხორციელდება მისი მნიშვნელობის ცოდნისა და მის მიხედვით ქმედებების შესრულებით.
აბუ ჰურაირას ღირსება (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა.
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია