ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში

ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა ერთი სიტყვა და მე ვთქვი სხვა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში», მე კი ვთქვი: ვინც მოკვდა ისე, რომ ის ალლაჰთან ერთად სხვას არ ევედრებოდა შევა სამოთხეში.

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ისეთ რამეს გააკეთებს სხვისთვის, რომელიც აუცილებლად მხოლოდ ალლაჰისთვის უნდა გაკეთდეს, როგორიც არის უზენაესი ალლაჰის გარდა სხვაზე ვედრება, ან სხვისგან დახმარების თხოვნა, შემდეგ კი მოკვდება ამ მდგომარეობაში, ის იქნება ჯოჯოხეთის ბინადართაგან. იბნი მა'სუდი კი ამატებს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ვინც მოკვდა ისე, რომ ის ალლაჰს მოზიარეს არ უდგენდა, მისი მისაქციელი სამოთხეში იქნება.

فوائد الحديث

ლოცვა (დუა) არის თაყვანისცემა, რომელიც არ უნდა იყოს მიმართული არავისთვის, გარდა ყოვლისშემძლე ალლაჰისა.

ერთღმერთიანობის მადლი. ვინც ერთღმერთიანობაზე გარდაიცვლება სამოთხეში მოხვდება. თუნდაც მას შეხვდეს სასჯელი ზოგიერთი ცოდვების გამო.

ალლაჰთან თანაზიარის საშიშროება. ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარად რაიმეს ჯოჯოხეთში შევა.

التصنيفات

თავჰიდი ულუჰია