إعدادات العرض
რაზე უნდა შეგფიცოთ?" მან თქვა: «იმაზე, რომ თაყვანსცემთ ალლაჰს, მასთან არაფერს არ გაუთანასწორებთ, დაიცავთ ხუთ…
რაზე უნდა შეგფიცოთ?" მან თქვა: «იმაზე, რომ თაყვანსცემთ ალლაჰს, მასთან არაფერს არ გაუთანასწორებთ, დაიცავთ ხუთ ლოცვას, დაემორჩილებით (და მან ჩუმად ჩაილაპარაკა სიტყვა), და არ ითხოვთ ადამიანებისგან არაფერს
აბუ მუსლიმ ალ-ხაულანიმ თქვა: "მიყვარდა და მეჩვენებოდა სანდო ჩემი საყვარელი ადამიანი, ის არის ჩემი საყვარელი და ჩემს თვალში - სანდო," ხოლო ეს იყო 'აუვფ იბნ მაალიქ ალ-აშჯა'ი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "ჩვენ ვიყავით ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხრა, რვა ან შვიდი კაცი. მან გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ჩვენ უკვე შევფიცეთ მას, ამიტომ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო". მან კვლავ თქვა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს». და ჩვენ კვლავ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო, ალლაჰის შუამავალო". ისევ გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ამაზე ჩვენ გავუწოდეთ ხელები და ვუთხარით: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო. რაზე უნდა შეგფიცოთ?" მან თქვა: «იმაზე, რომ თაყვანსცემთ ალლაჰს, მასთან არაფერს არ გაუთანასწორებთ, დაიცავთ ხუთ ლოცვას, დაემორჩილებით (და მან ჩუმად ჩაილაპარაკა სიტყვა), და არ ითხოვთ ადამიანებისგან არაფერს». მე ვნახე, მათგან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც უვარდებოდა მათრახი ან სხვა საგანი ხელიდან, მაგრამ არავის სთხოვდა, რომ აეღო და მიეცა მისთვის.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Kiswahili Português Русский Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം Српски ไทย mr Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Shqip Wolof Українська Mooreالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამდენიმე საჰაბასთან ერთად იმყოფებოდა და სამჯერ სთხოვა მათ, რომ შეეფიცათ მისთვის და დაედოთ პირობა იმ საკითხებზე ვალდებულების აღებაზე: პირველი: თაყვანისცემა ერთადერთი ალლაჰისთვის, მისი ბრძანებების შესრულებით და აკრძალვებისგან თავის არიდებით და მისთვის თანაზიარის დადგენისთვის უარის თქმით. მეორე: დღე-ღამის განმავლობაში ხუთი სავალდებულო ლოცვის შესრულება. მესამე: მუსლიმთა მმართველისათვის კანონიერებასა და სამართლიანობის ფარგლებში მოსმენა და მორჩილება. მეოთხე: ყველა საჭიროების ალლაჰის მიმართ მიძღვნა და ადამიანებისგან არაფრის თხოვნა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ საკითხის განხილვისას ხმას დაუწია. საჰაბებმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), შეასრულეს ის, რაც შეჰფიცეს. თუნდაც, ჰადისის გადმომცემი ამბობს: "მე ვნახე, როგორ ჩამოუვარდა ერთ-ერთ საჰაბას მათრახი, და ის არავის სთხოვდა, აეღო მისთვის; თვითონ ჩამოდიოდა ცხენიდან და იღებდა მას".فوائد الحديث
მოტივირება, რომ თავი შეიკავონ ადამიანებისგან თხოვნისგან, განთავისუფლდნენ ნებისმიერი სახის თხოვნისგან და იყვნენ დამოუკიდებლები ადამიანებისგან, თუნდაც ეს უმნიშვნელო საქმე იყოს.
აკრძალული თხოვნა: თხოვნა, რომელიც დაკავშირებულია საერო საქმეებთან, ხოლო ეს არ ვრცელდება ცოდნასთან და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია