إعدادات العرض
არ გაბრაზდე
არ გაბრაზდე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili فارسی မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Malagasy тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bmالشرح
ერთ-ერთმა საჰაბამ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სთხოვა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მითითება იმაზე, რაც მას სარგებელს მოუტანდა, და მოციქულმა უბრძანა, რომ არ გაბრაზებულიყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ერიდოს ყველა იმ მიზეზს, რაც მას შეიძლება განაწყენებისკენ უბიძგოს, და თუ ის უკვე გაბრაზდა, უნდა შეძლოს თავის შეკავება და კონტროლი, არ უნდა მისცეს თავს უფლება, გაბრაზების გავლენით ცუდი საქმეები ჩაიდინოს, როგორიცაა მკვლელობა, ცემა, შეურაცხყოფა და ა.შ. მამაკაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თხოვნა დარიგების შესახებ, მაგრამ შუმავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) არაფერი დაამატა თავის რჩევას, გარდა სიტყვებისა «არ გაბრაზდე».فوائد الحديث
გაფრთხილება ბრაზისგან და იმ მიზეზებისგან, რომლებიც მას იწვევს, რადგან ბრაზი არის ბოროტების წყარო, ხოლო მისი თავიდან აცილება - სიკეთე.
ბრაზი ალლაჰის გულისთვის, მაგალითად, გაბრაზება ალლაჰის აკრძალვების უგულებელყოფის გამო, მიეკუთვნება საქებარ სიბრაზეს.
სიტყვების გამეორება საჭიროების შემთხვევაში, სანამ მსმენელი არ გაიგებს მათ და არ გააცნობიერებს მათ მნიშვნელობას.
სწავლულისგან რჩევის თხოვნის
ღირსება.