إعدادات العرض
უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია
უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Română Malagasy Lietuvių Oromoo Nederlands Soomaali Српски Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyar Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს და აფრთხილებს ზოგიერთი რამისგან, რაც მუსლიმების დაყოფას და მათი ერთმანეთის მიმართ სიძულვილს გამოიწვევს. მათ შორისაა: (ეჭვი) - ეს არის ბრალდება, რომელიც წარმოიქმნება გულში არგუმენტის გარეშე, და შუამავალმა განმარტა, რომ ის არის ყველაზე მატყუარა სიტყვა. (ნაკლის გამოძებნა) - ეს არის ადამიანებში ნაკლოვანებების ძიება ნანახით ან გაგონილით. (დაბეზღება) - ეს არის დაფარული საქმეების გამოძებნა, ხშირ შემთხვევაში ცუდ რაამებზე ხდება საუბარი. (შური) - ეს არის სხვისი წყალობის მიმართ სიძულვილი. (ზურგშექცევა) - ეს არის, როდესაც ადამიანები ერიდებიან ერთმანეთს ისე, რომ არ ესალმებიან და არ სტუმრობენ თავიანთ ძმებს-მუსლიმებს. (ერთმანეთის სიძულვილი) - ეს არის სიძულვილი და ზიზღი, სხვებზე ზარალის მიყენება, უხეშობა და ცუდი შეხვედრა. შემდეგ მან წარმოთქვა ყოვლისმომცველი შეგონება, რომელიც მოუწოდებს მუსლიმებს ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ: (მაშ, იყავით ალლაჰის მსახურნო ძმები). ძმობა არის მტკიცე კავშირი, რომლითაც იკვრება ადამიანებს შორის კავშირი და ჰმატებს მათ სიყვარულსა და ჰარმონიას ერთმანეთს შორის.فوائد الحديث
ვერ ავნებს ცუდი ეჭვები მას, ვისგანაც გამოჩნდა ამის ნიშნები, მორწმუნე უნდა იყოს სიბრძნის კონა და არ უნდა მოსტყუვდეს ცოდვილი და ცუდი ადამიანებით.
აქ იგულისხმება გაფრთხილება იმ ეჭვებისგან, რომლებიც ადამიანის გულში იდგმება და მათი დაჟინებითა და მუდმივობით გამოვლენა. რაც შეეხება იმ შემთხვევით გაჩენილ აზრებს, რომლებიც მოკლე დროში უქრება და არ მკვიდრდება გულში, ამის გამო ადამიანი პასუხისმგებლობას არ იღებს.
მუსლიმ საზოგადოებაში ერთმანეთის ზურგშექცევის და კავშირების გაწყვეტის გამომწვევ მიზეზებისგან შორს ყოფნა, როგორიცაა ერთმანეთის დაბეზღება, შური და სხვა.
რჩევა არის მუსლიმის მიმართ ძმური დამოკიდებულება, გულწრფელობის გამოჩენა მისი სწორ გზაზე დაყენებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საქმეში.
التصنيفات
გაკიცხული ზნეობა