ყოველი კეთილი საქმე სადაყაა (მოწყალება)

ყოველი კეთილი საქმე სადაყაა (მოწყალება)

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველი კეთილი საქმე სადაყაა (მოწყალება)».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ ჯააბირისგან, და გადმოსცა მუსლიმმა ჰუზაიფასგან]

الشرح

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვაუწყებს, რომ ყოველი კეთილი და სასარგებლო ქმედება სხვების მიმართ, იქნება ეს სიტყვა თუ საქმე, წარმოადგენს მოწყალებას, რისთვისაც არის განკუთვნილი ჯილდო და საზღაური.

فوائد الحديث

მოწყალება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რასაც ადამიანი თავისი ქონებიდან გასცემს, არამედ ის მოიცავს ყოველ კეთილ საქმეს, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ან სიტყვას, რომელსაც ამბობს და გადასცემს სხვებს.

ეს ჰადისი მოუწოდებს კეთილ საქმეთა კეთებისკენ და ყველაფერს, რაც სარგებელს მოუტანს სხვა ადამიანებს.

არ უნდა უგულებელყოთ არც ერთი კეთილი სამე, თუნდაც რომ მცირედი იყოს.

التصنيفات

კეთილი საქმეების ღირებულებები