ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს…

ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ნამდვილი ძალა არ მდგომარეობს ფიზიკურ სიძლიერეში ან სხვების დამარცხების უნარში. ნამდვილი ძლიერი ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავის წინააღმდეგ იბრძვის და იმარჯვებს, როდესაც მას რისხვა მოიცავს. ეს მიუთითებს ძალაზე საკუთარ თავზე და მის უნარზე, რომ დაამარცხოს შაიტანი.

فوائد الحديث

გაბრაზების დროს მოთმინებისა და თავის გაკონტროლების ღირსება დიდად ფასდება ისლამში, რადგან ეს კეთილი საქმეების რიცხვს მიეკუთვნება და შარიათით წახალისებულია.

საკუთარ თავთან ბრძოლა რისხვის დროს უფრო რთულია, ვიდრე მტერთან ბრძოლა.

ისლამმა შეცვალა წინაისლამური უმეცრების წარმოდგენა სიძლიერის შესახებ კეთილშობილური ზნეობით. ყველაზე ძლიერი ადამიანი ის არის, ვინც საკუთარ თავს აკონტროლებს.

აუცილებელია რისხვის თავიდან აცილება, რადგან მას აქვს დამღუპველი გავლენა როგორც ადამიანებზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე.

التصنيفات

დიდებული ზნეობა