ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს

ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცეს მეზობელს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცემს მის სტუმარს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმი მონის რწმენა, რომელსაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, სადაც ის დაბრუნდება და მიეზღვება მისი საქმეების შესაბამისად, მოუწოდებს მას შემდეგი კეთილი სამქეების კეთებისკენ: პირველი: კეთილი სიტყვა. ამაში შედის თასბიჰ(სუბჰანალლაჰ), თაჰლილ(ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ), სიკეთისკენ მოწოდება, აუგის აკრძალვა და ხალხის შერიგება. ვისაც არ შეუძლია ამის კეთება, მაშინ გაჩუმდეს, არ ავნოს და ენას კბილი დააჭიროს. მეორე: მეზობლის პატივისცემა. მასთან კარგი ურთიერთობა და ზიანის არ მიყენება. მესამე: შენთან მოსული სტუმრის პატივისცემა. კარგი საუბრით, საკვებით და ა.შ.

فوائد الحديث

ალლაჰისა და განკითხვის დღის რწმენა არის ყოველი სიკეთეს ფუძე და მოუწოდებს სიკეთის კეთებისკენ.

გაფრთხილება იმ საფრთხეებისგან, რომელიც ენას მოაქვს.

რელიგია ისლამი - ეს არის სიკეთისა და გულუხვობის რელიგია.

ეს თვისებები არის რწმენის ნაწილები და მიეკუთვნება საქებარ თვისებებს.

ბევრმა ლაპარაკმა შეიძლება ზიანი მოიტანოს, ხოლო სიკეთე მოაქვს ნაკლებ საუბარს, გარდა იმ შემთხვევაში, რაშიც სიკეთეა.

التصنيفات

დიდებული ზნეობა