არ გადააქცვიოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება

არ გადააქცვიოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ გადააქცვიოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს, რომ სახლები დაემსგავსოს სასაფლაოებს, სადაც ლოცვა არ სრულდება. შემდეგ გვამცნო (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება.

فوائد الحديث

სასურველია სახლებში ნებაყოფლობითი ლოცვებისა და სხვა ღვთისმსახურების გაზრდა.

სასაფლაოებზე ლოცვის შესრულება არ შეიძლება; რადგან ეს არის შირქისკენ მიმავალი ერთერთი საშუალება და გადაჭარბება გარდაცვლილთა პატივისცემაში, გარდა ჯანაზა (გარდაცვლილის განსასვენებელი ლოცვა) ლოცვისა.

ლოცვის აკრძალვა სასაფლაოებზე, რომელიც საჰაბების დროს უკვე აკრძალული იყო, ამის გამო თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სახლები არ დამსგავსებოდა სასაფლაოებს, სადაც ლოცვა არ სრულდება.

التصنيفات

სურებისა და აიათების მადლი