ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, მათ შორის უძლურებაც და გამჭრიახობაც, ან გამჭრიახობაც და უძლურებაც

ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, მათ შორის უძლურებაც და გამჭრიახობაც, ან გამჭრიახობაც და უძლურებაც

ტაუსისაგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: "მოვესწარი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთ საჰაბას და ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია." მან ასევე თქვა: "გავიგონე აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) რომ ამბობდა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:" "ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, მათ შორის უძლურებაც და გამჭრიახობაც, ან გამჭრიახობაც და უძლურებაც".

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. მათ შორის უძლურებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ტოვებს იმას, რაც საჭიროა გაკეთდეს, დააყოვნებს და გადადებს მის დროს, იქნება ეს ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური საქმე. და ასევე გამჭრიახობაც, რაც ნიშნავს სიფხიზლესა და მოხერხებულობას როგორც ამქვეყნიურ, ასევე იმქვეყნიურ საქმეებში. დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა უძლურებაც, უნარიანობაც და ყველაფერი სხვა. არაფერია, რაც ხდება არსებობაში, გარდა იმისა, რაც ალლაჰის ცოდნამ და ნებამ წინასწარ განსაზღვრა.

فوائد الحديث

საჰაბეების მრწამსის განმარტება (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ბედის წერასთან დაკავშირებით.

ყოველივე ალლაჰის ნებით ხდება, მათ შორის უძლურებაც და აქტიურობაც.

საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ყურადღება და სიფრთხილე შუამავლის ჰადისის გადმოცემაში ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.

ბედისწერის რწმენა მისი სიკეთითა და სიავით.