إعدادات العرض
ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა
ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം Italiano Bosanski ಕನ್ನಡ Kurdî Oromoo Română Shqip Soomaali Српски Wolof Українська Tagalog தமிழ் Moore Malagasy Azərbaycan فارسی 中文 Magyar Português Deutschالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ ვინმემ დაივიწყა სავალდებულო ლოცვის შესრულება მისი დროის გასვლამდე, ის ვალდებულია სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ შეასრულოს იგი, როგორც კი გაახსენდება. ეს იმიტომ, რომ მისი დატოვების ცოდვის მიტევება და დაფარვა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის შესრულდება მისი გახსენების მომენტში. ალლაჰი თავის წმინდა წიგნში ბრძანებს: «ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად», [ტაჰა: 14] ანუ: შეასრულე დავიწყებული ლოცვა, როდესაც გაგახსენდება.فوائد الحديث
ლოცვის მნიშვნელობის განმარტება და მისი შესრულებისადმი სიფრთხილის აუცილებლობა.
ლოცვის განზრახ გამოტოვება მისი დროის გასვლამდე, საპატიო მიზეზის გარეშე, დაუშვებელია.
ლოცვის ანაზღაურება სავალდებულოა მისთვის, ვისაც ის დაავიწყდა და შემდეგ კი გაიხსენებს, ან ძილში მყოფი როცა გაიღვიძებს.
ლოცვის გამოტოვების შემთხვევაში, მისი დაუყოვნებელი ანაზღაურება სავალდებულოა, თუნდაც ის დაემთხვეს ლოცვისთვის აკრძალულ პერიოდებს.