ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი

ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს იარაღის აღებისგან მუსლიმების წინააღმდეგ, მათი დაშინების ან გაძარცვის მიზნით. ვინც უსამართლოდ ჩაიდენს ამას, სჩადის დიდ დანაშაულს და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვას. ამასთან, ის იმსახურებს ამ მკაცრ გაფრთხილებას.

فوائد الحديث

მუსლიმისთვის მკაცრი გაფრთხილება, რომ არ ებრძოლოს თავის ძმებს-მუსლიმებს.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დასაგმობი ქმედება და უდიდესი ბოროტება დედამიწაზე არის იარაღის აღმართვა მუსლიმების წინააღმდეგ და ბოროტების გავრცელება მკვლელობებით.

აღნიშნული გაფრთხილება და მუქარა არ ვრცელდება ბრძოლაზე, რომელიც ტარდება სამართლიანად, როგორიცაა ბრძოლა მეამბოხეებთან, რომლებიც ავრცელებენ ბოროტებას, ან სხვა მსგავს სიტუაციებში.

მუსლიმების დაშინება იარაღით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, თუნდაც ხუმრობით, აკრძალულია.

التصنيفات

უღირსობა, გზის გადაკეტვის ზღვარი