როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს

როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მუეზინისთვის პასუხის გაცემისკენ, როცა მისი ხმა ისმის. ეს ნიშნავს, რომ უნდა გავიმეოროთ ის, რასაც ის ამბობს სიტყვასიტყვით. როცა ის "ალლაჰუ აქბარ"-ს წარმოთქვამს - ჩვენც "ალლაჰუ აქბარ" უნდა წარმოვთქვათ, როდესაც ის შაჰადეთს წარმოთქვამს ჩვენც შაჰადეთი უნდა წარმოვთქვათ. გამონაკლისია სიტყვები: " ჰაია 'ალაა სალააჰ/იჩქარეთ ლოცვისკენ" და "ჰაია 'ალაალ ფალააჰ/იჩქარეთ წარმატებისკენნ", ამის შემდეგ უნდა წარმოითქვას: "ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ/არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება, გარდა ალლაჰისა".

فوائد الحديث

უნდა მოუსმინოს და გაიმეოროს მეორე მუეზინის სიტყვები, როცა პირველის მოსმენას მორჩება თუ ირგვლივ სხვადასხვა მხრიდან ესმის (მუაზინის ხმა); ზოგადად ჰადისზე დაყრდნობით.

აუცილებელია, რომ მუეზინს ყველა მდგომარეობაში უპასუხოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპირფარეშოში იმყოფება ან დაკავებულია რაიმე პირადი საჭიროებით.

التصنيفات

აზანი და იყაამა