იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები…

იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები შეგიყვარებენ!

აბუ ალ-აბბას საჰლ იბნ სა'დ ას-საა'იდის (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) გადმოცემით: მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო, მიმითითე საქმეზე, თუ ვიმოქმედებ მისით, ალლაჰიც შემიყვარებს და ადამიანებიც შემიყვარებენ, მან თქვა: «იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები შეგიყვარებენ!»

[قال النووي: حديث حسن] [رواه ابن ماجه وغيره بأسانيد حسنة]

الشرح

ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ეჩვენებინა მისთვის ისეთი საქმე, რომელსაც თუ ჩაიდენდა, ალლაჰიც შეიყვარებდა და ხალხიც. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: ალლაჰი შეგიყვარებს, თუ ამქვეყნის სიკეთეს დატოვებ, იმას, რაც საიქიოში არ გარგებს, და დატოვებ იმას, რაც შესაძლოა შენს რელიგიაში ზიანს მოგიტანდეს. ხოლო ხალხი შეგიყვარებს, თუ მოერიდები იმას, რაც მათ ხელშია ამქვეყნიურიდან, რადგან ისინი ბუნებით მას იყვარებენ; ვინც მათ შეეჯიბრება იმას შეიძულებენ, ხოლო ვინც მათ დაუტოვებს იმას შეიყვარებენ.

فوائد الحديث

ასკეტიზმის ღირსება ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ტოვებს იმას, რაც საიქიოში სარგებელს არ მოუტანს.

ასკეტიზმი თავისი ხარისხით უფრო მაღალია, ვიდრე ღმერთის მოშიშობა, რადგან ღვთისმოშიშობა არის იმ საქმის მიტოვება, რამაც შეიძლება ავნოს, ხოლო ასკეტიზმი იმ საქმის დატოვება, რაც საიქიოში სარგებელს არ მოუტანს.

ას-სინდიმ თქვა: «ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანებისთვის საყვარელია, და ვინც მათთან ამაში ეჯიბრება, იმდენადვე სძულთ ისინი; ხოლო ვინც ტოვებს მათ და მათ საყვარელს, იმდენადვე უყვართ ის მათ გულებში».

التصنيفات

ასკეტიზმი და ღვთისმოშიშობა