إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული…
ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Kiswahili தமிழ் دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan тоҷикӣ bmالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ მსახურის მადლიერება თავისი ღმერთის მიმართ მასზე ბოძებული სიკეთისა და წყალობისთვის, ალლაჰის კმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია. როცა ის მიირთმევს საკვებს და ამბობს: დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ, სვამს დასალევს და ამბობს: დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ.فوائد الحديث
უზენაესი ალლაჰის ხელგაშლილობა, რადგან მან მოგვცა სარჩო და კმაყოფილია ჩვენი მადლიერებით.
ალლაჰის კმაყოფილების მიღწევა ყველაზე მარტივი გზებით, მაგალითად, მადლიერების გამოხატვით ჭამისა და დალევის შემდეგ.
ჭამა-სმის ეთიკიდან არის: უზენაეს ალლაჰზე მადლობის გადახდა ჭამისა და დალევის შემდეგ.
التصنيفات
ჭამის და სმის ეთიკა