ვინც დაბინავდება რომელიმე ადგილას და იტყვის: "მივეკედლები ალლაჰს, მისი სრულყოფილი სიტყვებით, იმ სიავისგან, რაც…

ვინც დაბინავდება რომელიმე ადგილას და იტყვის: "მივეკედლები ალლაჰს, მისი სრულყოფილი სიტყვებით, იმ სიავისგან, რაც მან შექმნა" /ა'უუზუ ბი ქალიმაათი ლლააჰი თაამმაათი მინ შარრი მაა ხალაყ/, მას ვერაფერი ავნებს მანამ, სანამ იმ ადგილს არ დატოვებს

გადმოცემულია ხავლა ბინთ ჰაქიმ ალ-სულამიასგან, რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც დაბინავდება რომელიმე ადგილას და იტყვის: "მივეკედლები ალლაჰს, მისი სრულყოფილი სიტყვებით, იმ სიავისგან, რაც მან შექმნა" /ა'უუზუ ბი ქალიმაათი ლლააჰი თაამმაათი მინ შარრი მაა ხალაყ/, მას ვერაფერი ავნებს მანამ, სანამ იმ ადგილს არ დატოვებს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლის თავის უმმათს ჩაეჭიდოს და მიმართოს იმ სასარგებლო ვედრებას, რომელიც ააცილებს მას თავიდან ყველა საფრთხეს, რომლისაც ეშინია ადამიანს, როცა რომელიმე ადგილს ირჩევს დასაბანაკებლად გზაში. სულერთია, ეს იქნება მგზავრობის თუ გასართობი ლაშქრობის დროს: ის უნდა ჩაეჭიდოს და მიმართოს ალლაჰის სრულ და უნაკლო ყველა სიტყვებს თავისი მადლით, ბარაქით და სარგებლობით. რომელიც შორს არის ყოველგვარი ნაკლოვანებისგან, ყველა გაჩენილი ქმნილების ბოროტებისგან, რომელსაც ზარალის მოტანა შეუძლია, სანამ იქნება გაჩერებული დასაბანაკებელ ადგილას ყველაფრისგან, რაც მას შეაწუხებს.

فوائد الحديث

ალლაჰისგან თავშესაფრის ძიება (ალ-ისთი'აზა) არის თაყვანისცემის ფორმა. ის ხდება უზენაესი ალლაჰის მეშვეობით, ან მისი საუკეთესო სახელებისა და თვისებების გამოყენებით.

უზენაეს ალლაჰზე მიკედლების ნებართვა მისი სიტყვებით, რადგანაც ეს არის უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი თვისება. ხოლო რომელიმე ქმნილებისგან თავშესაფრის ძიება წარმოადგენს მრავალღმერთიანობას (შირქს).

ამ ვედრების სიძვირფასე და ბარაქიანობა.

მორწმუნის მიერ ვედრების შესრულება არის მისი უბედურებისგან დაცვის მიზეზი.

ალლაჰის გარდა სხვა რამეზე მიკედლების უგულებელყოფა მაგალითად ჯინზე, ჯადოქრებზე, მკითხავებზე და სხვა.

ამ ვედრების ნებადართულობა მისთვის, ვინც აპირებს სადმე გაჩერებას, ან დარჩენას გამგზარებამდე თუ მგზავრობაში.

التصنيفات

ახალი ტანისამოსის ჩაცმის დროს საკითხავი ვედრებები