ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და…

ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?

გადმოცემულია ანასისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთმა ადამიანმა მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: „ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?» — და სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვები. კაცმა უპასუხ: რა თქმა უნდა! მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, ეს შლის იმ ყველაფერს".

الشرح

მამაკაცი მივიდა მოციქულ (მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე ჩავიდინე ყველა ცოდვები, არ დამიტოვებია არც მცირე და არც დიდი ცოდვა, რაც არ ჩამედინოს და მეპატიება მე? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მას: "ნუთუ არ ამოწმებ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?" ეს კითხვა გაიმეორა სამჯერ, და მან უპასუხა: დიახ, ვამოწმებო, და ამცნო მას ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შაჰადათის (ორი დამოწმების) სიკეთე და ის, თუ როგორ ხდება მათი საშუალებით ცოდვათა გამოსყიდვა, ასევე ის, რომ მონანიება შლის წინათ ჩადენილ ცოდვებს.

فوائد الحديث

შაჰადათის (ორ დამოწმების) სიდიადე და მათი უპირატესობა ცოდვებზე იმათთვის, ვინც გულწრფელად ამბობს მათ მისი გულიდან.

ისლამი ანადგურებს ყველა ცოდვებს, რაც იყო მის წინ.

გულწრფელი მონანიება შლის ყველაფერს, რაც მანამდე იყო.

გამეორება სწავლის პროცესში იყო ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყენებდა.

შაჰადათის (ორ დამოწმების) სიკეთე ის არის, რომ ისინი ცეცხლში მარადიულად ყოფნისგან ხსნის ადამიანს.