არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც…

არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც გარდმოევლინა ჩვენზე

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "წიგნის ხალხი კითხულობდნენ თორას ებრაულად და განმარტავდნენ მას არაბულად ისლამის ხალხისთვის. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც გარდმოევლინა ჩვენზე" [ალ-ბაყარა: 136]

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებდა თავის ხალხს, რომ არ მოტყუებულიყვნენ იმით, რასაც წიგნის ხალხი თავიანთი წიგნებიდან გადმოსცემდნენ, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროინდელი იუდეველები კითხულობდნენ თორას ივრითზე, რომელიც არის ებრაელების ენა, და განმარტავდნენ მას არაბულ ენაზე, და თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში, ეს იმ საკითხებს ეხება, სადაც შეუძლებელია სიმართლის გარჩევა ტყუილისაგან. ეს იმიტომ, რომ უზენაესმა ალლაჰმა გვიბრძანა, ვირწმუნოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ყურანი და, წიგნებიდან იმათთვის გამოგზავნილი, თუმცა ჩვენ ვერ შევძლებთ გავიგოთ და გავარჩიოთ სიმართლე იმაში, რასაც ისინი გვეუბნებიან ამ წიგნების შესახებ, სიცრუისგან, თუ ჩვენს შარიათში არაფერია გადმოცემული, რაც განმარტავს და განასხვავებს მათ სიმართლეს სიცრუისგან. ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმისგან, რომ დავუჯეროთ მათ, რათა არ გავხდეთ მათი თანამზრახველები იმაში, რაც მათ გააყალბეს, და ასევე არ უნდა დავადანაშაულოთ ისინი სიცრუეში, რადგან ეს შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს, რათა არ ვიყოთ უარმყოფელნი იმისა, რისი დაჯერებაც ალლაჰმა გვიბრძანა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, რომ ვთქვათ: "ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენ მოგვევლინა, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთ მათგანს, და ჩვენ მისი მორჩილები ვართ". [ალ-ბაყარა: 136]

فوائد الحديث

წიგნის ხალხის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სამ ნაწილად იყოფა: პირველი - რომელიც შეესაბამება ყურანსა და სუნნას, ამიტომ იგი მისაღებია; მეორე - რომელიც ეწინააღმდეგება ყურანსა და სუნნას, ამიტომ იგი მცდარია და უარყოფილია; და მესამე სახეობა - არის ის, რომლის სიმართლეზე ან სიცრუეზე არ არის მითითებული არც ყურანში და არც სუნნაში. ასეთ ტექსტებს გადმოსცემენ ისე, რომ არც მათ დაჯერება სავალდებულოა და არც მათი სიცრუედ მიჩნევა.

التصنيفات

Rules and Principles of Exegesis, Pre-Islamic Scriptures