إعدادات العرض
მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს…
მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Kiswahili پښتو অসমীয়া دری Malagasy or Čeština नेपाली Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย Српски മലയാളം Кыргызча Kinyarwanda ಕನ್ನಡ Wolof Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვდიობა მას) გვამცნო, რომ სრულყოფილი მუსლიმი ის არის, ვისგანაც სხვა მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისგან: არ ლანძღავს მათ, არ აგინებს, არ ჭორავს და არ ავრცელებს მათ შორის რაიმე სახის ზიანს თავისი ენით. ასევე დაცულნი არიან მისი ხელისგან: არ ერჩის მათ, არ იტაცებს მათ ქონებას უსამართლოდ და არ ჩადის რაიმე მსგავს ქმედებას. მუჰაჯირი ის არის, ვინც ტოვებს იმას, რაც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა.فوائد الحديث
ისლამის სრულყოფილება შეუძლებელია, თუ სხვებს ზიანს აყენებ, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი ფორმით.
ენა და ხელი განსაკუთრებით აღინიშნა, რადგან მათი შეცდომები და ზიანი მეტია, რადგან ბოროტების უმეტესობა სწორედ მათგან მომდინარეობს.
წაქეზება ცოდვების მიტოვებისკენ და იმ ბრძანებების შესრულებისკენ, რაც უზენაესმა ალლაჰმა დააკისრა.
საუკეთესო მუსლიმი ის არის, ვინც ასრულებს ალლაჰის უფლებებსა და მუსლიმების უფლებებს.
ძალადობა შეიძლება იყოს სიტყვიერი ან ფიზიკური.
სრულყოფილი ჰიჯრა(გადასახლება ალლაჰის გზაზე) არის იმის მიტოვება, რაც ალლაჰმა აკრძალა.