ჭეშმარიტად ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ…

ჭეშმარიტად ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრჩელებდა

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრჩელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო ალლაჰის შუამავალო რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა, და თქვა: ამ ორი სასაფლაოს მკვიდრი ისჯება (საფლავის სასჯელით); და თქვენი შეხედულებით დიდი ცოდვის გამოც არ ისჯებიან ისინი, თუმცაღა ალლაჰის წინაშე ის დიდი ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანი ყურადღებას არ აქცევდა ტანსაცმლის და სხეულის სისუფთავეს, არ იწმინდებოდა შარდისგან როცა მოთხოვნას იკმაყოფილებდა. ხოლო მეორე ადამიანთა შორის ჭორებს ავრცელებდა, სხვისი სიტყვების გადამცემი იყო იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა და ადამიანთა შორის განხეთქილება და უთანხმოება ჩამოეგდო.

فوائد الحديث

ჭორაობა და შარდისგან არ გასუფთავება არის დიდი ცოდვებიდან და ის არის საფლავის სასჯელის მიზეზთაგანი.

დიადმა ალლაჰმა გამოავლინა ზოგიერთი დაფარული საკითხი, როგორიცაა სამარხში წამება, რათა დაემტკიცებინა მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება.

ეს ქმედება, რომელიც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განახორციელა, როდესაც ორი პალმის რტო გაჭრა და სამარხებზე დაალაგა, იყო მხოლოდ მისთვის მინიჭებული განსაკუთრებულობა, რადგან ალლაჰმა მას გაუმხილა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ამ სამარხებში იმყოფებოდა. ეს არ ვრცელდება სხვებზე, რადგან არავინ იცის, რა ხდება სამარხის მცხოვრებლებთან.

التصنيفات

ბარზახის ცხოვრება, გაკიცხული ზნეობა, სასაფლაოს საშინელებები