إعدادات العرض
ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰმმედის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ…
ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰმმედის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰმმედის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी বাংলা Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் සිංහල မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە ไทย دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Română Lietuvių Malagasy ಕನ್ನಡ Oromoo Nederlands Soomaali Српски Українська Wolof Moore Azərbaycan Magyar Tagalogالشرح
მოციქული მუჰამედი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ალლაჰით იფიცებს, რომ ამ თემიდან არც ერთი ადამიანი, იქნება ეს ებრაელი, ქრისტიანი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც მოისმინა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდება და გარდაიცვალა ისე, რომ არ ირწმუნა იგი, არ იქნება სხვა, თუ არა ცეცხლის მკვიდრი, სადაც ის დარჩება სამუდამოდ.فوائد الحديث
მოციქული მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზავნილის საყოველთაო ხასიათი მთელი სამყაროსთვის. მისი გზის (შარიათის) მორჩილება სავალდებულოა, და ის აუქმებს მასზე წინ არსებულ ყველა კანონს და ანაცვლებს მისი კანონით (შარიათით).
იმას, ვინც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უარყოფს, არავითარ სარგებელს არ მოუტანს იმის მტკიცება, რომ მას სწამს წინა შუამავალების (ალლაჰმა დალოცოს ყველა მათგანი).
ვისაც არ სმენია შუამავლის მოწოდებები (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მასთან ისლამური მოწოდება არ მისულა, ის არის საპატიო მდგომარეობაში, და მისი მდგომარეობა იმქვეყნად(განკითხვის დღეს) დამოკიდებულია უზენაეს ალლაჰზე.
ისლამის მიღებას სარგებლობა მოაქვს თუნდაც სიკვდილის წინ, თუნდაც მძიმე ავადმყოფობის მდგომარეობაში, მანამ, სანამ სული ყელში არ მიაღწევს (რომ დატოვოს სხეული).
ურწმუნოთა რელიგიის (მათ შორის იუდეველებისა და ქრისტიანების) ჭეშმარიტად მიჩნევა წარმოადგენს ურწმუნოებას.
ჰადისში მოხსენიებულნი არიან იუდეველები და ქრისტიანები, რათა ხაზგასმული იყოს, რომ ეს დადგენილება ასევე ვრცელდება ყველა დანარჩენზე. ეს იმით არის განპირობებული, რომ იუდეველებსა და ქრისტიანებს აქვთ საკუთარი ზეციური წერილები, და თუ ეს მათზეც კი ასე ვრცელდება, მაშინ ისინი, ვისაც არ გააჩნიათ ასეთი წერილები, მით უმეტეს ვალდებულნი არიან ამას დაემორჩილონ. ყველა ადამიანი ვალდებულია მიიღოს მოციქული მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რელიგია, მისდიოს მას და დაემორჩილოს მას.
التصنيفات
ჩვენი მოციქული მუჰამმედი ﷺ