إعدادات العرض
ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე,…
ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Soomaali Українська bm km rn mkالشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ დღის და ღამის ხუთი სავალდებულო ლოცვა, ყოველკვირეული პარასკევის ლოცვა და ყოველწლიური რამადანის მარხვა შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს იმ პირობით, თუ ადამიანი თავს არიდებს დიდ ცოდვებს, რაც შეეხება დიდ ცოდვებს, როგორიცაა ზინა (მრუშობა) და ალკოჰოლის სმა, ისინი არ იშლება თუ არა მონანიებით, რომ მეორედ აღარ ჩაიდენს ადამიანი.فوائد الحديث
ცოდვები ზოგიერთი პატარაა და ზოგიერთი კი დიდი.
პატარა ცოდვების პატიება განპირობებილია დიდ ცოდვებზე განრიდებით.
დიდი ან მძიმე ცოდვები არის ის ცოდვები, რომლებზეც შარიათით დაწესებულია სასჯელი ამქვეყნად, ან მათ ჩადენისთვის არსებობს მუქარა მარადიულ ცხოვრებაში, იქნება ეს სასჯელის, რისხვის, გამოწვევის ან წყევლის სახით, მაგალითად, მრუშობა და ალკოჰოლის მიღება.