إعدادات العرض
ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე…
ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის
მიყდამ იბნ მა'დი ქარიბის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: მე მოვისმინე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Português دری অসমীয়া پښتو Tiếng Việt Македонски O‘zbek Kiswahili ភាសាខ្មែរ ਪੰਜਾਬੀ తెలుగు ไทย Azərbaycan Moore አማርኛ Magyar ಕನ್ನಡ ગુજરાતી Українська Shqip Кыргызча Kinyarwanda Српски тоҷикӣ Wolof Čeština தமிழ் नेपाली മലയാളം kmr فارسی ms Lietuvių Deutschالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიგვითითა მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი საფუძვლის პრევენციაზე, რომლითაც ადამიანი იცავს საკუთარ ჯანმრთელობას. ეს არის ჭამის შემცირება: ჭამა მხოლოდ იმდენის, რამდენიც სულიერად და ფიზიკურად გაამაგრებს და აუცილებელ საქმეებში დაეხმარება. ცუდად შევსებული ჭურჭელი არის კუჭი, რადგან სიმაძღრე წარმოშობს ურიცხვ სასიკვდილო სნეულებებს ახლო თუ შორეულ პერიოდში, შინაგანად თუ გარეგანად. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: როცა ადამიანისთვის გარდაუვალია, რომ სიმაძღრე იგრძნოს, საკვები უნდა მიიღოს მესამედის ოდენობით, მეორე მესამედი სასმელისთვის უნდა დატოვოს, ხოლო მესამე მესამედი სუნთქვისთვის, რათა მას არ შეექმნას სიძნელე, ზიანი და სიზარმაცე იმ მოვალეობების შესრულებაში, რაც წმინდა და უზენაესმა ალლაჰმა დააკისრა, როგორც მისი რელიგიის, ასევე ამქვეყნიური საქმეების მხრივ.فوائد الحديث
ჭამასა და სმაში გადაჭარბების თავიდან აცილება არის საფუძველი, რომელიც მოიცავს მედიცინის ყველა სხვა საფუძველს, რადგან სიმაძღრის სიჭარბე იწვევს უამრავ სნეულებასა და ავადობას.
ჭამის მიზანი არის ჯანმრთელობისა და ძალის შენარჩუნება, და სწორედ მათით არის უზრუნველყოფილი სიცოცხლის უსაფრთხოება.
ჭამით კუჭის გადავსებას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე რელიგიური ზიანი. უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობდა: «ფრთხილად იყავით მუცელთან, რადგან ის აზიანებს სხეულს და ზარმაცს ხდის ლოცვაში».
ჭამის შესახებ გადაწყვეტილება იყოფა რამდენიმე კატეგორიად:
სავალდებულო: როცა მასზეა დამოკიდებული სიცოცხლის შენარჩუნება და მისი მიტოვება ზიანს იწვევს. ნებადართული: რაც აღემატება სავალდებულო რაოდენობას და არ არის საშიშროება ზიანის, მოუწონარი: როცა არსებობს ზიანის შიში. აკრძალული: როცა ზიანი ცნობილია. სასურველი: როცა ჭამა არის უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემაში და მორჩილების დამხმარე საშუალება. ეს ყველაფერი მოკლედ არის მოცემული ჰადისში სამ საფეხურად: პირველი: კუჭის გადავსება. მეორე: რამდენიმე ლუკმა, რაც ზურგს გამართულს ინარჩუნებს. მესამე: მისი სიტყვები: ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი სასმელისთვის და ერთი მესამედი სუნთქვისთვის. ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა საჭმლის სახეობა ჰალალია.
ჰადისი მედიცინის ერთ-ერთ ძირითად წესად ითვლება. და რადგან მედიცინის მეცნიერება სამი საფუძვლის გარშემოა შემობრუნებული, ძალის შენარჩუნება, თავის შეკავება (ზიანისგან დაცვა) და გამოდევნა (მავნე ნივთების გამოყვანა) ჰადისი მოიცავს პირველ ორ მათგანს. როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს: {ჭამეთ, სვით და ნუ გადააჭარბებთ! უეჭველად, მას არ უყვარს მფლამგველნი} (სურა ალ-ა‘არაფი, აია 31)
ამ შარიათის სრულყოფილება იმაშია, რომ იგი მოიცავს ადამიანის ყველა სასიკეთოს, როგორც რელიგიაში, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
შარიათის მეცნიერებებში შედის მედიცინის საფუძვლებიც და მისი სახეობებიც, როგორც ეს მოსულია თაფლზე და(თმინის) შავ მარცვალზე.
შარიათის წესები მოიცავს სიბრძნეს, და ისინი დაფუძნებულია ზიანის თავიდან აცილებასა და სიკეთის მოტანაზე.
التصنيفات
ვნებების და სურვილების დაგმობა