إعدادات العرض
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას…
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვალა, მათ მოტყუებაში ყოფნის დროს
გადმოცემულია მა'ყილ იბნ იასაარ ალ-მუზანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ჭეშმარიტად, მე გავიგონე, თუ როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): «ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვალა, მათ მოტყუებაში ყოფნის დროს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Malagasy Български Українська Azərbaycan lnالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ვინც ყოვლისშემძლე ალლაჰმა დანიშნა მმართველად და პასუხისმგებლად ადამიანებზე, იქნება ეს ზოგადი მმართველობა, როგორც მმართველის შემთხვევაში, ან კერძო მმართველობა, როგორც მამაკაცის თავის სახლში და ქალის თავის ოჯახში, თუ მან უგულებელყო თავისი ვალდებულებები, მოატყუა თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფნი, არ გამოიჩინა გულწრფელობა მათ მიმართ და დაარღვია მათი რელიგიური და მიწიერი უფლებები, ამით მან დაიმსახურა სასტიკი სასჯელი.فوائد الحديث
ეს მუქარა სპეციფიკური არ არის მხოლოდ მმართველისა და მისი მოადგილეებისთვის, არამედ საერთო არის ყველასთვის, ვისაც ალლაჰმა ჩააბარა ქვეშევრდომები.
მუსლიმანთა საქმეებზე ძალაუფლებისა და მმართველობის მქონე ყოველი პირის ვალდებულებაა, იყოს გულწრფელი მათთან, გულმოდგინედ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, გაამართლოს ნდობა და პირნათლად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ასევე მოერიდოს ღალატს.
დიდია პასუხისმგებლობა ყოველი ადამიანის, ვინც ხალხს მართავს, იქნება ეს ზოგადი თუ კერძო მმართველობა, მაღალი თუ დაბალი თანამდებდებობა.
التصنيفات
შარიათის პოლიტიკა