მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან…

მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».

[ჰასან საჰიჰ] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა განმარტა, რომ არსებობს ორი უდიდესი მიზეზი, რომელთაც ადამიანი შეჰყავს სამოთხეში, ესენია: ალლაჰის შიში და კარგი ზნეობა. ღვთისმოშიშობა — ეს არის, როცა შენ აღმართავ ბარიერს შენსა და ალლაჰის სასჯელს შორის, იმის შესრულებით, რაც მან გიბრძანა და იმისგან გაფრთხილებით, რაც ალლაჰმა აკრძალა. კეთილზნეობა — ეს არის კეთილგანწყობილი და ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება და სხვებისთვის ზიანის მიყენებისგან თავშეკავება. და ასევე ჯოჯოხეთში შესვლის უდიდესი მიზეზი არის ორი, ესენია: ენა და სასქესო ორგანო. ენის ზიანი არის: ტყუილი, ზურგს უკან სხვაზე ცუდის თქმა, ჭორაობა, და ა.შ. სასქესო ორგანოს ზიანი არის: მრუშობა, მამათმავლობა და სხვა.

فوائد الحديث

სამოთხეში შესვლის მიზეზთაგანი არის ისეთი, რაც დაკავშირებულია ალლაჰთან, როგორიცაა: ღვთისმოშიშობა, და მიზეზები დაკავშირებული ადამიანებთან, როგორიცაა: კარგი ზნეობა.

ენის საშიშროება ის არის, რომ ის არის ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზი.

ვნებებისა და გარყვნილობის საშიშროება ის არის, რომ ის არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჯოჯოხეთში მოხვედრის.

التصنيفات

დიდებული ზნეობა, სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები