ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს

ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს

აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს უსამართლობაში შეუპოვრობისგან და ცოდვების, შირქის, ადამიანების უფლებების უსამართლოდ დარღვევისგან, რადგან უზენაესი ალლაჰი აცდის და უვადებს უსამართლოს, აძლევას მას ქონებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს და არ ჩქარობს მის დასჯას. და თუ ის არ მოინანიებს, ალლაჰი შეიპყრობს მას, არ გაათავისუფლებს და არ დატოვებს მას მისი უამრავი უსამართლობის გამო. შემდეგ მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიითხა შემდეგი აიათი: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ:102]

فوائد الحديث

გონიერმა ადამიანმა უნდა იჩქაროს მონანიება და არ ჩათვალოს თავი უსაფრთხოდ ალლაჰის ხრიკებისგან, თუ ის კვლავაც ჩადის უსამართლობას.

უზენაესი ალლაჰის გადავადება უსამართლოთათვის და მათი არ დასჯა არის მათთვის უფრო მეტი უსამართლობის ჩადენის საშუალება და შემდეგ მათზე უფრო დიდი სასჯელის მიცემა, თუ არ მოინანიებენ ისინი.

უსამართლობა არის ალლაჰის მიერ სხვადასხვა საზოგადოების დასჯის მიზეზი.

თუ ალლაჰი გაანადგურებს რომელიმე დასახლებას, მასში შეიძლება ღვთისმოსავებიც იყვნენ, და ისინი განკითხვის დღეს აღსდგებიან, რაზეც გარდაიცვალნენ თავიანთ ღვთისმოშიშობაზე, მათ ვერაფერს ავნებს ის, რომ ამქვეყნად ისინიც მოიცვა სასჯელმა.

التصنيفات

მრწამსი, თავჰიდი ასმა ვა სიფათ, გაკიცხული ზნეობა