ჭეშმარიტად ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს…

ჭეშმარიტად ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც

ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჭეშმარიტად ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამქვეყნად იღებს კეთილი საქმეების სარგებელს, რომელიც ალლაჰისთვის გააკეთა, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადავა, მისთვის არ დარჩება არანაირი კეთილი საქმე, რომლითაც დაჯილდოვდება."

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განგვიმარტავს ალლაჰის წყალობის სიდიდეს მორწმუნეებზე და მის სამართლიანობას ურწმუნოებთან მიმართებაში. რაც შეეხება მორწმუნეს, მას კეთილი საქმის ჯილდო არ მოაკლდება; ამქვეყნადაც მიეცემა ჯილდო თავისი მორჩილების გამო, გარდა იმ ჯილდოსა, რომელიც მას იმქვეყნად ელოდება; ასევე შეიძლება მთელი ჯილდო მხოლოდ იმქვეყნად მისთვის შეინახოს. რაც შეეხება ურწმუნოს, ალლაჰი მას აძლევს ამქვეყნიურ ჯილდოს მისი კეთილი საქმეებისთვის, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადადის, მისთვის აღარ არის არანაირი ჯილდო რისთვისაც დაჯილდოვდება. ეს იმიტომ, რომ ორივე სამყაროში სარგებლიანი კეთილი საქმის პატრონი უნდა იყოს მორწმუნე.

فوائد الحديث

ვინც ურწმუნოებაზე მოკვდება, მისთვის არანაირი საქმე სარგებელის მომტანი არ იქნება.