إعدادات العرض
შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია
შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली Malagasy Italiano or ಕನ್ನಡ Oromoo Română Soomaali Српски Wolof Українська Moore Azərbaycan Magyarالشرح
ალლაჰის მოციქული(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ისინი, ვინც სხვებს მოწყალებით ექცევიან, მოწყალე ალლაჰისგან მიიღებენ მოწყალებას, რომელიც ყველაფერს მოიცავს. როგორც სრულიად სამართლიანი ჯილდო და შესაბამისი საზღაური. შემდეგ, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდა, რომ შემწყალებელი ვიყოთ ყველა არსების მიმართ, რომლებიც დედამიწაზე არიან, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, ფრინველი თუ ნებისმიერი სხვა სახის ქმნილება. ამის საზღაური კი ის არის, რომ ალლაჰი შეგიწყალებთ მისი ცების ზემოდან.فوائد الحديث
ისლამი არის გულმოწყალების რელიგია, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ალლაჰისადმი მორჩილებაზე და ქმნილებებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე.
დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი გამოირჩევა მოწყალებით. ის არის მწყალობელი და შემწყალებელი, ვინც თავის მსახურებს თავის წყალობას ანიჭებს.
საზღაური საქმეების შესაფერისია. გულმოწყალეს ალლაჰი შეიწყალებს.