როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს …

როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში

ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ თუ მუსლიმმა აბდესის მიღების შემდეგ ჩაიცვა ტყავის წინდები და შემდეგ დაკარგა აბდესი, და შემდეგ როცა მისი განახლება მოისურვა, ნებადართულია წინდების შეწმენდა აბდესის დროს. მას შეუძლია ილოცოს მათში, წინდების გახდის გარეშე, დადგენილი დროის განმავლობაში. თუმცა, თუ ის დიდ რიტუალურ უწმინდურებაში (ჯანაბაში) აღმოჩნდება, მაშინ საჭიროა წინდების გახდა და სრული განბანვის შესრულება.

فوائد الحديث

ტყავის წინდების შეწმენდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაცმული იყო მცირე განბანვის სრულად შესრულების შემდეგ.

მასჰის (წინდებზე შეწმენდა) ვადა (მუყიმისთვის) ის ვინც მგზავრი არ არის ერთი დღე და ერთი ღამეა, ხოლო მოგზაურისთვის (მუსაფირი) — სამი დღე და სამი ღამე.

ტყავის წინდების შეწმენდა (მასჰი) დასაშვებია მხოლოდ მცირე უწმინდურობის დროს, ხოლო დიდი უწმინდურობის შემთხვევაში მასჰის გაკეთება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წინდების გახდა და ფეხების განბანვა.

სასურველია ლოცვის შესრულება ფეხსაცმელში, ტყავის წინდებში ან მსგავსში, რათა განსხვავდეთ იუდეველებისგან. თუმცა, ეს ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი სუფთაა და არ იწვევს ზიანს მლოცველებისთვის ან მეჩეთისთვის. მეჩეთებში, რომლებიც დაფარულია ხალიჩებით, ფეხსაცმლით ლოცვა არ არის რეკომენდებული.

ტყავის წინდების შეწმენდა(მასჰი) წარმოადგენს ამ უმმათისთვის კანონების შემსუბუქებასა და გამარტივებას.

التصنيفات

წინდებზე მოწმენდა და მსგავსი