ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად…

ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს

აიშასა და აბდულლაჰ იბნ 'აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მათ თქვეს: როდესაც მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღსასრული მოახლოვდა, ის ხალათს სახეზე იფარებდა. როცა ხალათი მას ტვირთად მოეჩვენებოდა, სახიდან იხსნიდა და ამ მდგომარეობაში თქვა: «ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს». ამ სიტყვებით მათ აფრთხილებდა იმ საქციელსთვის, რასაც ისინი ჩადიოდნენ.

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

'აიშა და აბდულლაჰ იბნ 'აბბასი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გვამცნობენ, რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების დროს, ის სახეზე ქსოვილს იფარებდა. როცა სიკვდილის ტკივილისგან სუნთქვა გაუძნელდებოდა, ქსოვილს სახიდან იხსნიდა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მან თქვა: ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავებზე სალოცავები ააშენეს. ეს გაფრთხილება იყო მისი ხალხის მიმართ, რათა მათ არ დამსგავსებოდნენ ებრაელებსა და ქრისტიანებს. ასეთი ქცევა დიდებულ და ძლევამოსილ ალლაჰზე თანაზიარის გზას ხსნის და წინასწარმეტყველმა მკაცრად აკრძალა ეს საქციელი.

فوائد الحديث

აკრძალულია წინასწარმეტყველებისა და კეთილმორწმუნეთა საფლავების სალოცავებად ქცევა, სადაც ალლაჰისთვის ლოცვები აღევლინება, რადგან ეს შირქისკენ მიმავალი გზაა.

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ერთღმერთიანობის მიმართ და მისი შიში საფლავების გადაჭარბებული პატივისცემისგან იმით იყო გამოწვეული, რომ ეს მრავალღმერთიანობისკენ მიმავალი გზა იყო.

დაშვებულია ებრაელებისა და ქრისტიანების, ასევე მათნაირად მოქმედთა წყევლა, ვინც საფლავებზე შენობებს აგებს და მათ სალოცავებად აქცევს.

საფლავებზე შენობების აგება ებრაელებისა და ქრისტიანების ტრადიციას განეკუთვნება, ხოლო ჰადისში მკაცრად აკრძალულია მათზე მიმსგავსება.

საფლავების სალოცავებად ქცევა მოიცავს მათთან ან მათკენ ლოცვას, თუნდაც უშუალოდ მეჩეთი არ იყოს აშენებული.

التصنيفات

თავჰიდი ულუჰია