ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან

ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან

ჰუზაიფა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან".»

[სანდო ყველა გადმოცემით] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ მუსლიმმა თქვას საუბარში: "რაც ინება ღმერთმა და ინება ამა და ამ პიროვნებამ", ან ინება ღმერთმა და ამა და ამ პიროვნებამ; ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ალლაჰის ნება და სურვილი აბსოლუტურია, და არავინ გაანაწილებს და ვერავინ იქნება მისი თანამოზიარე ამ თვისებებში. კავშირი „და“ ამ კონტექსტში გულისხმობს თანასწორობას და ვინმეს თანამონაწილეობას ალლაჰთან. არამედ თქვს: რაც ინება ალლაჰმა, შემდეგ ინება ამა და ამ პიროვნებამ, ამით ხაზგასმულია ის, რომ ადამიანის ნება ექვემდებარება ალლაჰის ნებას, და ეს გამოიხატება სიტყვით „შემდეგ“ „და“-ს ნაცვლად, რადგან „შემდეგ“ მიუთითებს თანმიმდევრობას, დაყოვნებას და დროის განსხვავებას.

فوائد الحديث

აკრძალულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც არის "და" კავშირი გამოყენებული ალლაჰთან; რადგან ეს არის სიტყვებით ჩადენილი შირქი (მრავალღმერთიანობა).

ნებადართულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და შემდეგ ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც ალლაჰთან კავშირის დროს გამოყენებულია (სიტყვა)"შემდეგ" ; რადგან ამით აკრძალვის მიზეზი ქრება.

ჰადისში დადასტურებულია, რომ ნება ეკუთვნის ალლაჰს, ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის ნებაც არსებობს, თუმცა ის ექვემდებარება უზენაესი ალლაჰის ნებას.

ალლაჰის ნება-სურვილში ქმნილებათა შეზიარების აკრძალვა, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სიტყვიერად.

თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ქმნილების ნება თანაბარია ყოვლისმომცველობითა და აბსოლუტურობით ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის ნებასთან, ან ფიქრობს, რომ ადამიანს აქვს დამოუკიდებელი ნება, რომელიც არ ექვემდებარება ალლაჰის ნებას, ეს არის დიდი შირქი(მრავალღმერთიანობა). თუმცა, თუ ის თვლის, რომ ქმნილების ნება ექვემდებარება ალლაჰის ნებას, მაგრამ იყენებს არასწორ გამონათქვამს, ეს ითვლება მცირე შირქად.

التصنيفات

თავჰიდი ულუჰია