إعدادات العرض
ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი
ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი
აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან გაიგონა, თუ როგორ თქვა ერთმა კაცმა: „არა, ქააბას ვფიცავ!“ იბნ უმარმა მიუგო: „ალლაჰის გარდა არავინ არ უნდა მოიხსენიოთ ფიცში, რადგან მე გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் ไทย دری Akan Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy नेपाली or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Azərbaycan Moore Wolof Oromoo Soomaali Українська bm km rn Српски Македонскиالشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის, მისი სახელებისა და თვისებების გარდა სხვა რამეზე დაიფიცებს, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი. ეს იმიტომ, რომ ფიცი ნიშნავს ფიცის ობიექტის განდიდებას, ხოლო განდიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ამიტომ, ფიცი უნდა აღსრულდეს მხოლოდ ალლაჰისთვის, მისი წმინდა სახელებისა და თვისებების მიმართ. ეს ფიცი მცირე შირქს განეკუთვნება. თუმცა, თუ დამფიცებელი განადიდებს იმას, რითიც ფიცს დებს, ისევე როგორც განადიდებენ უზენაეს ალლაჰს ან კიდევ უფრო მეტად, მაშინ ასეთი ფიცი დიდ შირქს განეკუთვნება.فوائد الحديث
ფიცის საშუალებით განადიდება — უფლება, რომელიც ალლაჰს ეკუთვნის, და ფიცი არ დაიდება არავის სახელით გარდა ალლაჰის, მისი სახელებით ან მისი თვისებებით.
მოციქულის თანამგზავრების(საჰაბები) მოწადინება სიკეთისკენ მოწოდებასა და ბოროტების აკრძალვაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ეხებოდა შირქს და ქუფრს.
التصنيفات
პოლითეიზმი