إعدادات العرض
ვინც შეასრულებს ორ ლოცვას სიცივეში, ის შევა სამოთხეში
ვინც შეასრულებს ორ ლოცვას სიცივეში, ის შევა სამოთხეში
აბუ მუუსა ალ-ა'შარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც შეასრულებს ორ ლოცვას სიცივეში, ის შევა სამოთხეში».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Kiswahili Português دری অসমীয়া አማርኛ Svenska ไทย Yorùbá Кыргызча ગુજરાતી नेपाली Română മലയാളം Nederlands Oromoo తెలుగు پښتو Soomaali Kinyarwanda Malagasy ಕನ್ನಡ Српски Moore Čeština Magyar Українська Македонски Lietuvių Azərbaycanالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა მორწმუნეები გულმოდგინედ შეესრულებინათ ორი ლოცვა სიცივეში, ანუ ფაჯრისა (დილის) და ასრის ლოცვები. მან ახარა, რომ ვინც სრულად და ზუსტად შეასრულებს ამ ლოცვებს - მათი დროის, ჯამაათში ლოცვის და სხვა მოთხოვნების დაცვით - ეს იქნება მიზეზი, რომ ალლაჰის წყალობით სამოთხეში შევა.فوائد الحديث
დილის და ასრის ლოცვებზე გულმოდგინე დაცვის მნიშვნელობა დიდია, რადგან ფაჯრი არის დრო, როცა ადამიანს ყველაზე მეტად სიამოვნებს ძილი, ხოლო ასრი ის დროა, როცა ადამიანი დაკავებულია თავისი ყოველდღიური საქმეებით.
ვისაც ეს ორი ლოცვა დროულად და სრული გულმოდგინებით შესრულებული აქვს, სავარაუდოდ, უფრო მეტად დაიცავს დანარჩენ ლოცვებსაც, რადგან ეს მტკიცებულებაა მისი ერთგულებისა ალლაჰის წინაშე.
დილის და ასრის ლოცვებს „ალ-ბარდაინი“ ეწოდება, რადგან დილის ლოცვა ღამის სიცივეში სრულდება, ხოლო ასრის ლოცვა დღის სიცივეში, თუმცა ის შესაძლოა ცხელ დროშიც იყოს, მაგრამ მაინც უფრო მსუბუქი სითბო აქვს, ვიდრე მის წინა დროში. ან, შეიძლება ეს დასახელება წესით იყოს გამოყენებული, როგორც მზისა და მთვარის ერთობლივად „ალ-ყამარაინ“ უწოდებენ.
التصنيفات
ლოცვის სიკეთე