إعدادات العرض
ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის
ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის
გადმოცემულია 'უმარ იბნ აბი სალამასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "მე ვიყავი მოზარდი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მზრუნველობაში და ჩემი ხელი თეფშში აქეთ-იქით მოძრაობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის». ამის შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი.
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو हिन्दी 中文 বাংলা ئۇيغۇرچە Español Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் සිංහල မြန်မာ ไทย 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands Hausa دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली Malagasy Italiano or ಕನ್ನಡ Oromoo Română Soomaali Српски Wolof Українська Moore Tagalog Azərbaycan Magyarالشرح
'უმარ იბნ აბუ სალამა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელიც იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეუღლის უმმ სალამას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შვილი და მოციქულის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, გადმოსცემს, რომ ჭამის დროს ხელით საჭმელს თეფშის სხვადასხვა ადგილიდან იღებდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას ჭამის სამი ეთიკა ასწავლა: პირველი: ჭამის დასაწყისში «ბისმილლაჰ» -ის (ალლაჰის სახელით) წარმოთქმა. მეორე: მარჯვენა ხელით ჭამა. მესამე: იმ მხრიდან საჭმლის ჭამა, რომელიც ახლოსაა.فوائد الحديث
ჭამისა და დალევის ეთიკიდან ერთ-ერთი არის დასაწყისში ალლაჰის სახელის მოხსენიება, ანუ ბისმილაჰის თქმა.
ბავშვებისთვის ეთიკის სწავლება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ადამიანის მზრუნველობის ქვეშაა.
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოირჩეოდა სირბილით, სიკეთითა და მოთმინებით ბავშვებისთვის ზნეობის სწავლების დროს.
ერთ-ერთი წესი და ეტიკეტი, რომელიც საკვებთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ ადამიანი უნდა მიირთმევდეს იმ საკვებს, რომელიც პირდაპირ მის წინ არის მოთავსებული. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სუფრაზე სხვადასხვა სახის კერძები არის შემოთავაზებული. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია იმ კერძების აღება, რომლებიც პირდაპირ მის წინ არ არის მოთავსებული.
მოწაფეები (საჰაბები) მიჰყვებოდნენ იმ ეთიკეტს, რომელსაც მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლიდა მათ. ეს მტკიცდება 'უმარის სიტყვებით: «მას შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი»
التصنيفات
ჭამის და სმის ეთიკა