ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება

ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება

გადმოცემულია ბურაიდა იბნ ალ-ჰუსაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «იჩქარეთ ნაშუადღევის ლოცვის შესრულება, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: « ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ნაშუადღევის(შუადღის შემდგომის ლოცვა) ლოცვის შეგნებულად დაგვიანება თავისი დროიდან, რადგან ვინც შეგნებულად დააგვიანებს მას - მისი საქმეები გაბათილდება, გაუქმდება და ფუჭად ჩაივლის.

فوائد الحديث

ნაშუადღევის ლოცვის თავის დროზე შესრულებისკენ მოწოდება და დაუყოვნებლივ შესრულება მისი დროის დადგომისთანავე.

მკაცრი გაფრთხილება მას ვინც, მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა. მისი დროის გადაწევა და გამოტოვება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე სხვების, რადგან ის არის შუა ლოცვა და მისთვის განსაკუთრებული ბრძანება არსებობს უზენაესის სიტყვებში: «დაიცავით ლოცვები და შუა ლოცვა, და მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე». [ალ-ბაყარა: 238]

التصنيفات

ლოცვის აუცილებლობა და მისი მიმტოვებლის განაჩენი