არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად

არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად

გადმოცემულია აბუ სა‘იდ სა'დ იბნ მალიქ იბნ სინან ალ-ხუდრისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად».

[კარგი (ჰასან)] [رواه ابن ماجه والدارقطني وغيرهما مسندًا]

الشرح

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ საჭიროა ზიანის მოცილება მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით — როგორც საკუთარი თავისგან, ასევე სხვებისგან. არ არის ნებადართული არავისთვის, ზიანი მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც სხვებს. და არ არის ნებადართული ადამიანს ზიანზე ზიანით პასუხის გაცემა, რადგან ზიანი არ მოიცილება ზიანით, გარდა სამაგიეროს (შურისძიებითი სამართლის) წესის მიხედვით, ყოველგვარი გადამეტების გარეშე.

فوائد الحديث

აკრძალულია ისეთი შურისძიება, რომელიც გადაჭარბებულია მიყენებულ ზიანზე.

ალლაჰმა არ უბრძანა თავის მონებს ისეთი რამ, რაც მათ ზიანს მიაყენებს.

ჰადისი წარმოადგენს წესს ზიანის აკრძალვაში იქნება ეს სიტყვით, ქმედებით თუ უმოქმედობით.

შარიათის ერთ-ერთი დადგენილი წესია: "ზიანი უნდა აღმოიფხვრას“. შესაბამისად, შარიათი არ ამართლებს ზიანს და მკაცრად კიცხავს მას.