თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი

თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი

გადმოცემულია აბუ მუჰამმად აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი».

[قال النووي: حديث صحيح] [رويناه في كتاب الحجة بإسناد صحيح]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანი ვერ იქნება სრული, სავალდებულო რწმენის მქონე, სანამ მისი სიყვარული არ დაემორჩილება იმას, რითაც მოვიდა მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იქნება ეს ბრძანებები, აკრძალვები თუ სხვა რამ, უნდა შეიყვაროს ის, რაც მან ბრძანა, და უნდა შეიძულოს ის, რისგანაც მან აარიდა.

فوائد الحديث

ეს ჰადისი საფუძველია შარიათის მიღებაში და მისდამი მორჩილებაში.

ადამიანისთვის გაფრთხილებაა, რომ ვინც გონებას ან ჩვევას დააყენებს იმაზე წინ, რითაც მოვიდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ვინც ამას აკეთებს, მისი რწმენა უარყოფილია.

შარიათით განსჯა სავალდებულოა ყველაფერში, მისი სიტყვების მიხედვით: «იმასთან, რითაც მე მოვედი».

ჭეშმარიტად, რწმენა იზრდება მორჩილებით და კლებულობს ურჩობით (ცოდვებით).