إعدادات العرض
ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა
ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა რამდენიმე ადამიანი, და მან მათგან ცხრისგან მიიღო ერთგულების ფიცი, ხოლო ერთისგან - არა. მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო! შენ ცხრისგან მიიღე ფიცი, მაგრამ ეს ერთი დატოვე?" მან უპასუხა: «ნამდვილად, მასზე არის თილისმა». მაშინ იმ ადამიანმა ხელი გაიწვდინა და თილისმა მოიძრო. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი ფიცი მიიღო და თქვა: «ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy Čeština नेपाली Oromoo Nederlands Soomaali తెలుగు ไทย Српски മലയാളം Kinyarwanda Română ಕನ್ನಡ Lietuvių Wolof Magyarالشرح
მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სურდათ მიიღონ ისლამი და დაიცვან მისი გზა. ისინი იყვნენ ათნი. მოციქულმა მიიღო ცხრისგან აღთქმა, მაგრამ მეათესგან არ მიიღო. როდესაც მისგან ამის მიზეზი იკითხეს, მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მას აქვს თილისმა". ეს არის ისეთი რამ, რაც იკვრება ან იკიდება, მაგალითად მძივები ან სხვა საგნები, ბოროტი თვალის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად. მამაკაცმა ხელი შეიყვანა თილისმის ადგილას, მოაცილა იგი და თავიდან მოიშორა. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიიღო მისი აღთქმა და გააფრთხილა თილისმების შესახებ, თან განმარტა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. "ვინც დაიკიდა თილისმა მან ჩაიდინა შირქი".فوائد الحديث
ვინც ალლაჰის გარდა სხვას დაეყრდნობა, ალლაჰი მას მისივე განზრახვის საპირისპიროდ მოექცევა.
რწმენა იმისა, რომ თილისმის ჩამოკიდება შეიძლება გახდეს მიზეზი ზიანის ან ბოროტი თვალისგან დაცვისა, მცირე შირქია. ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ თილისმა თვითონვე აძლევს სარგებელს, ეს უკვე დიდი შირქია(მრავალღმერთიანობა).
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია