إعدادات العرض
გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ…
გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands Kiswahili தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Soomaali Українська bm km rn mkالشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავალებს საკუთარი ცოდნის გავრცელებას ყურანიდან ან სუნნადან, თუნდაც ეს მცირედი იყოს, როგორიცაა ყურანის ერთი აიათი ან ჰადისი. იმ პირობით, რომ ის იქნება მცოდნე იმის, რასაც გადმოსცემს და რისკენაც მოუწოდებს. შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ისრაელის შვილების შესახებ მომხდარი ამბების გადმოცემა ნებადართულია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს შარიათს (ანუ ისლამურ კანონმდებლობას) შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ადამიანები მასზე ტყუილის თქმისგან და აცხადებს, რომ ვინც განზრახ მოიტყუებს მისზე, დაე, მოამზადოს ადგილი ცეცხლში.فوائد الحديث
ალლაჰის შარიათის გავრცელების წახალისება და ის, რომ ადამიანმა უნდა გადასცეს ის, რაც დაიმახსოვრა და გაიგო, თუნდაც მცირედი.
სავალდებულოა შარიათული ცოდნის ძიება, რათა ადამიანს შეეძლოს ალლაჰის თაყვანისცემა და, და მისი რელიგიის სწორი ფორმით მიტანა.
სავალდებულოა, რომ ყოველი ჰადისის სისწორე აუცილებლად შემოწმდეს მის გავრცელებამდე ან გაზიარებამდე, რათა არ აღმოჩნდეთ მძიმე გაფრთხილების ქვეშ, რომელიც ეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
საჭიროა წახალისდეს სიმართლე საუბარში და სიფრთხილის გამოჩენა ნებისმიერ სიტყვაში, რათა არ მოხდეს სიცრუის გავრცელება. განსაკუთრებით ეს ეხება დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის შარიათთან დაკავშირებულ საკითხებს.