ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი…

ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნობს: ნამდვილი, სრულყოფილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათესავები მასთან კავშირს წყვეტენ და შესაძლოა, უსამართლოდ მოექცნენ, აგრძელებს ამ კავშირის შენარჩუნებას და მათთან სიკეთით ურთიერთობას. ნამდვილი, სრულყოფილი კავშირის დამამყარებელი ის არის, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს მაშინაც კი, როცა მასთან გაწყვეტენ, და თუნდაც მის მიმართ ცუდად მოიქცნენ, ის მაინც პასუხობს მათ სიკეთით.

فوائد الحديث

შარიათის მიხედვით ნამდვილი ნათესაური კავშირი ისაა, რომ შენ შეინარჩუნო კავშირი იმათთან, ვინც შენთან კავშირი გაწყვიტა, მიუტევო იმათ, ვინც შენ უსამართლოდ მოგექცა, და მისცე იმას, ვინც შენ არაფერი მოგცა.

ნათესაური კავშირის შენარჩუნება გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანო მათ, იქნება ეს მატერიალური დახმარება, ვედრება, სიკეთის ბრძანება, ცუდის და მოუწონარის აკრძალვა და რაც შეიძლება მეტი ბოროტების არიდება მათთვის.

التصنيفات

მუსლიმური თემი