არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და…

არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი

გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ]

الشرح

მოციქულმა გვამცნო, რომ სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე ყველაზე მძიმე იქნება კარგი ზნეობა. ეს მოიცავს კეთილგანწყობილ სახეს, ზიანისგან თავის არიდებას და სიკეთის გაღებას. ეს ქმედებები მორწმუნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ალლაჰთან მისი ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ალლაჰს სძულს ის, ვინც ბოროტად იქცევა სიტყვითა და საქმით, და ის, ვინც უხამს და ბილწ სიტყვებს წარმოთქვამს თავისი ენით.

فوائد الحديث

კარგი ზნეობის ღირსება; რადგანაც მას მოაქვს ალლაჰის სიყვარული, მისი მონების სიყვარული, და მას დიდი წონა ექნება განკითხვის დღის საწორზე.

التصنيفات

დიდებული ზნეობა, საუბრის და გაჩუმების ეთიკა