إعدادات العرض
წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა
წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მე ვწერდი ყველაფერს, რასაც ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვისმენდი, რათა დამემახსოვრებინა. ყურეიშელებმა გამაჩერეს და მითხრეს: "ნუთუ ყველაფერს წერ, რასაც მოციქულისგან ისმენ? მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს როგორც რისხვის, ისე კმაყოფილების დროს". ამის შემდეგ მე შევწყვიტე წერა. ეს ამბავი მოვახსენე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თითით მიუთითა თავის პირზე და თქვა: «წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა».
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം Bosanski Italiano ಕನ್ನಡ Kurdî Oromoo Română Shqip Soomaali Српски Українська Wolof Moore Tagalog Malagasy தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyarالشرح
აბდულლაჰ ბნ 'ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "მე ვწერდი ყველაფერს, რასაც ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვისმენდი, რათა დამემახსოვრებინა წერით. ყურეიშის მამაკაცებმა შემაჩერეს და მითხრეს: 'მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს როგორც კმაყოფილების, ისე რისხვის დროს და შესაძლოა, შეცდომაც დაუშვას.' ამის გამო შევწყვიტე წერა." შემდეგ ეს ამბავი მოვახსენე მოციქულ მუჰამედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თითით მიუთითა თავის პირზე და თქვა: წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან მხოლოდ სიმართლე გამოდის ყველა შემთხვევაში, იქნება ეს კმაყოფილების თუ რისხვის დროს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა მის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ﴾და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით* რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა რაც ზეშთაეგონა﴿ [ან-ნაჯმ: 3-4].فوائد الحديث
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაცულია შეცდომისგან იმაში, რაც დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰისგან გადმოსცემს, იქნება ეს კმაყოფილების თუ რისხვის დროს.
საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დიდ ყურადღებას აქცევდნენ სუნნათის დამახსოვრებას და მის გადაცემას.
დაშვებულია ფიცის დადება, თუნდაც მოთხოვნის გარეშე, როცა ეს კეთდება სასარგებლოდ, მაგალითად, რაიმე საკითხის გაძლიერებისა და მნიშვნელობის დადასტურების მიზნით.
ცოდნის ჩაწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ცოდნის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.