ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა…

ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა იბნ მააჯამ]

الشرح

მოციქულმა განმარტა, რომ ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი ქურდობა ის არის, როცა ადამიანი თავის ლოცვას ძარცვავს. ეს იმიტომ, რომ სხვის ქონების მითვისება შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში გამოყენებადი იყოს, ხოლო ამ ქურდმა საკუთარ თავს მოაკლო ჯილდოსა და საზღაურის მიღების უფლება. ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ ძარცვავს ადამიანი თავის ლოცვას?" მან უპასუხა: "ის არ ასრულებს სრულყოფილად მის რუქუ'სა და სუჯუდს“ — ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი აჩქარებს რუქუ'სა და სუჯუდს და არ ასრულებს მათ საუკეთესო ფორმით. (რუქუ' - წელში მოხრა, სუჯუდ - მიწაზე პირსახის დადება)

فوائد الحديث

ლოცვის სრულყოფილად შესრულებისა და მისი სვეტების შესრულების მნიშვნელობა მშვიდად და მოწიწებით.

იმ პირის აღწერა, ვინც სრულყოფილად არ ასრულებს თავის რუქუ'სა და სუჯუდს, როგორც "ქურდი," ემსახურება ასეთ საქციელზე ყურადღების მიქცევას მისი აკრძალულობისკენ.

ლოცვაში რუქუ'ის და სუჯუდის სრულყოფილი შესრულება და მათგან გასწორების ზომიერების დაცვა სავალდებულოა.

التصنيفات

ლოცვის საფუძვლები, ლოცვის ფორმა, მლოცველის შეცდომები