إعدادات العرض
ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ…
ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შვამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் සිංහල မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands Hausa ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Malagasy тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Български Українська Tagalog Azərbaycan bm lnالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ჯიბრიილი (მშვიდობა მას) მრავალჯერ უმეორებდა და ავალებდა, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონოდა, იქნებოდა ის ახლო მეზობელი, მუსლიმი თუ ურწმუნო, ნათესავი თუ არა. ეს გულისხმობდა მისი უფლებების დაცვას, მასზე ზიანის მიყენებისგან თავის არიდებას, სიკეთის კეთებას და მისი მხრიდან გამოწვეული უსიამოვნობების მოთმენას. მეზობლის უფლებების უზარმაზარი მნიშვნელობის გამო და იმის გამო, რომ ჯიბრიილი (მშვიდობა მას) ასე ხშირად ახსენებდა ამას, მოციქულმა იფიქრა, რომ შესაძლოა, გამოეცხადებოდა მისთვის მემკვიდრეობის შესახებ, სადაც ერთ მეზობელს ექნებოდა უფლება მეორის ქონებაზე მისი სიკვდილის შემდეგ.فوائد الحديث
მეზობლის უდიდესი უფლებები და მათი დაცვის ვალდებულება.
მეზობლის უფლებების ხაზგასმა ანდერძში ნიშნავს, რომ აუცილებელია მას პატივი სცე, კეთილგანწყობა გამოხატო და სიკეთე გაუწიო. ეს ასევე მოიცავს მის დაცვას ზიანისგან, მისი მონახულებას ავადმყოფობისას, სასიხარულო შემთხვევების დროს მისთვის მილოცვას და უბედურობის დროს მწუხარების გამოხატვას.
რაც უფრო ახლოს ცხოვრობს მეზობელი, მით უფრო ძლიერია მისი უფლებები.
შარიათის სრულყოფილება გამოიხატება იმაში, რომ იგი ავალებს ყველაფერს, რაც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, მაგალითად, მეზობლისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მის დაცვას ზიანისგან.
التصنيفات
შერიგება და სამეზობლო დებულებები