إعدادات العرض
მუსლიმანს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას…
მუსლიმანს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს
გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმანს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan lnالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა მუსლიმანს თავის მუსლიმ ძმასთან ურთიერთობის გაწყვეტა სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც ისინი შეხვდებიან არ ესალმებიან და არ ესაუბრებიან ერთმანეთთან. ამ სიტუაციაში, ორ დაპირისპირებულს შორის საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისკენ და კონფლიქტის მოგვარებისკენ, დაწყებული მისალმებით. აქ საუბარია დროებით ურთიერთობის შეწყვეტაზე (ბოიკოტზე) პირადი წყენის გამო. რაც შეეხება ბოიკოტს, რომელიც გამოწვეულია ალლაჰის უფლების დარღვევით, მაგალითად, ცოდვილებთან, სიახლის(ბიდ'ათის) მიმდევართან და ცუდ მეგობრებთან მიმართებაში, ასეთი ბოიკოტი დროში არ არის შეზღუდული და გრძელდება მანამ, სანამ მასში არის სარგებელი და წყდება მაშინ, რომ ეს სარგებელი მთავრდება.فوائد الحديث
დაშვებულია ურთიერთობის შეწყვეტა და დუმილი მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში, ადამიანის ბუნების გათვალისწინებით. ეს დროებითი ბოიკოტი საშუალებას აძლევს განაწყენებულ მხარეებს რომ, მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა მშვიდად ჩაიაროს.
მისალმების ღირსება და ის, რომ ის წმენდს გულებს და არის სიყვარულის ნიშანი.
ისლამური სარწმუნოება ისწრაფვის თავის მიმდევრებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებისკენ.