إعدادات العرض
ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით
ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands తెలుగు Kiswahili தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Soomaali Українська bm km rn Македонски Српскиالشرح
ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ჯოჯოხეთი გარშემორტყმულია იმ საქმეებით, რომლებიც ადამიანის სულს უყვარს, როგორიცაა აკრძალული მოქმედებები ან მოვალეობებში დაუდევრობა; თუ ადამიანი მისდევს საკუთარ ვნებებსა და სურვილებს ის ამის გამო იმსახურებს ცეცხლს, რაც შეეხება სამოთხეს, ის გარშემორტყმულია იმ საქმეებით, რომლებიც ადამიანს არ სიამოვნებს, როგორიცაა მუდმივი ერთგულება ვალდებულებების შესრულებაში, აკრძალული საქმეებისგან თავის შეკავება. თუ ადამიანი ამ სირთულეებს გადალახავს და იბრძოლებს საკუთარ ვნებებთან, ის იმსახურებს სამოთხეში შესვლას.فوائد الحديث
ვნებებში ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ეშმაკი ამკობს და აცდუნებს ადამიანს ცუდი და მახინჯი საქმეებით ისე, რომ ეს საქმეები ადამიანს კარგი და მიმზიდველი ეჩვენება, რის გამოც მასკენ იხრება.
საჭიროა ადამიანი გაშორდეს აკრძალულ ვნებებს, რადგან ისინი ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა, ხოლო მოთმინება სირთულეებთან მიმართებაში არის გზა სამოთხისაკენ.
ძალიან დიდი სიკეთე აქვს ადამიანის ბრძოლას საკუთარ ვნებებთან, გულმოდგინე თაყვანისცემაში და მოთმინებას იმ სირთულეებსა და განსაცდელებში, რომლებიც გარემოცულია მორჩილების საქმეებთან.
التصنيفات
სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები